სვანეთში მეწყერი ჩამოწვა: სოფელ ლახამულადან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია

0

news_2550ძლიერი წვიმის გამო მესტიის რაიონის სოფელ ლახამულაში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნული სოფლიდან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უკვე ევაკუირებულია. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით ლახამულადან 17 ოჯახია ევაკუირებული. მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა სოფლიდან დარჩენილი ოჯახების ევაკუაციაც მოხდეს. ადგილობრივთა განცხადებით მეწყერი უკვე დაიძრა და არის იმის საშიშროება, რომ სოფელი ლახამულა მთლიანად დაიმეწყროს.

ძლიერმა წვიმამ, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში გრძელდება, დააზარალა ასევე უშგულის მოსახლეობაც.  უშგულში დაზიანებულია ერთ-ერთი ეკლესიის სახურავი, ასევე საცხოვრებელი სახლების იმეტესობა დათბორილია. ადიდებულმა წყალმა წაიღო სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

მესტიის რაიონში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამონისტროს წარმომადგენლები ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან რეგიონში შექმნილ მდგომარეობას.

სხვა ახალი ამბები: