სვანეთში 95 მილიონიანი სამთო–სათხილამურო კურორტი გაიხსნება

0

kur4სვანეთში 2015 წლის 15 დეკემბრისთვის სამთო–სათხილამურო კურორტ “თეთნულდის“ გახსნა იგეგმება. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ევროს (დაახლოებით 95 მილიონ ლარი) შეადგენს. ის საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება. მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო.

კურორტისთვის სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურა ფრანგული კომპანია Pomagalski-ის მიერ არის მოწოდებული.  საბაგიროების მონტაჟს კი ავსტრიული კომპანია RMS ახორციელებს. პროექტში ასამდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

kur3kur2kur1“თეთნულდის” სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7 კმ) იქნება.

სპეციალისტების დასკვნით, “თეთნულდი“ ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურე კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.

უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მიიღებს. სასრიალო პერიოდი კი აქედან 6-7 თვე იქნება.

სხვა ახალი ამბები: