სვეტიცხოვლობის ზეიმთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

0

sveticxoveliსვეტიცხოვლობის ზეიმთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ხვალ, 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

მცხეთის მიმართულებით, ავტობუსები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან მრევლისთვის ხვალ  დილის 08:00 საათზე გავა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო დიდთა წმინდანთა წმიდა ნაწილები და ხალხს ამ სიწმინდეებთან მიახლების საშუალება ექნება

სხვა ახალი ამბები: