სიახლე: “კაზანტიპის” ვიზაში სტუდენტები ნახევარ ფასს, 200 ლარს გადაიხდიან

0

kaz4მუსიკალურ ფესტივალ “კაზანტიპზე” დასწრების ფასები ადმინისტრაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და მასში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. ე.წ “კაზანტიპის” ვიზა ხვალიდან 350 ლარი, 9 აგვისტოდან კი 400 ლარი ეღირება. დასწრება უფასო მხოლოდ ქართველი და უკრაინელი გოგონებისთვის იქნება. ახალი გადაწყვეტილებით ცნობილი ხდება, რომ ფასდაკლებით ისარგებლებენ სტუდენტებიც. საქართველოს და უკრაინის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, შესაბამისი სტუდბილეთის წარდგენის შემდეგ “კაზანტიპის” ვიზას 50 %-იანი ფასდაკლებით მიიღებს.

“კაზანტიპის” გამართვა ანაკლიაში 20-30 აგვიოსტოს იგეგმება. ყოველწლიური, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, წელს პირველად საქართველოში ჩატარდება.

 

 

სხვა ახალი ამბები: