“სილქნეტის” ოპტიკურ ქსელში ზუგდიდი ჩაერთო

0

inet11კომპანია “სილქნეტის” მომსახურება ზუგდიდის მოსახლეობისთვის დღეიდან ხელმისაწვდომი გახდება. მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ პროდუქტები – ტელეფონი, ინტერნეტი და ტელევიზია ზუგდიდის მოსახლეობას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით მიეწოდებათ.

ზუგდიდში ოპტიკური სერვისები ხელმისაწვდომია შემდეგ ქუჩებზე გახდა: ბუკიას; ქუჯის; ჩიჩუას; კოსტავას, რუსთაველის, ცოტნე დადიანის, ზვიად გამსახურდიას გამზირი, სტალინის, სოხუმის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას,გორის ქუჩა, პეტრიაშვილის, ჩიქოვანის.

მინიმალური პაკეტის სიჩქარე 5 მგბ/წმ-ია. ოპტიკური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 100მგბ/წმ-მდე ინტერნეტ ტრაფიკით და დამატებით ორი სერვისით – „ტურბო ღილაკით“ და „ღამის ექსპრესით“, რაც სურვილის შემთხვევაში დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას მეტ სიჩქარეზე. ასევე, აბონენტი იღებს ლიცენზირებული ანტივირუსის მომსახურებას სპეციალურ ფასად.

რეგიონებში ამ ეტაპზე ოპტიკური სერვისები ხელმისაწვდომია ქალაქებში: ბათუმი, თელავი, ქუთაისი, გორი, ფოთი, ხაშური, ზესტაფონი და რუსთავი.