სირიელ რეპატრიანტებს ოჩამჩირისა და გალის რაიონებში ჩაასახლებენ

0

vstrechapsouბეირუთიდან სოჭში წუხელ 22.30 წუთზე დაბრუნდა აფხაზური მხარის მიერ დაქირავებული თვითმფრინავი, რომელმაც 145 სირიის მოქალაქე ჩაომიყვანა. სოჭის აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით კი ექვსი ავტობუსი დაიძრა. 145 სირიელი წუხელვე სოხუმის სასტუმროებში გადანაწილდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეპატრიანტები ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებამდე გალისა და ოჩამჩირის რაიონებში ქართველების ე.წ “მიტოვებულ სახლებში” იცხოვრებენ.

სირიის მოქალაქეთა ჩასახლების პროცესებს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია ხელმძღვანელობს, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ხშირი კონსულტაციები აქვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამჟამად რეპატრიანტთა დიდი ნაწილი სოხუმში, სასტუმრო “აიტარში” იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: