სიტყვა “Cohabitation”–ის ქართული თარგმანი: “შენ შიგ ხომ არ გაქვს”

0

cohabitation1ბოდიში ასეთთ ვულგალური სათაურისათვის, მაგრამ ეს სიტყვები ისე ლამაზად ასახავს ქართულ რეალობას, რომ გამიჭირდა სხვა შესაფერისი სინონონიმების პოვნა.
ასე რომ კოჰაბიტაციის ქართული ვარიანტიდან გამომდინარე სახელისუფლებო კრიზისის პიკს ვუახლოვდებით და ეხლა საკითხავია ის, თუ ვინ არის ამ ორხელისუფლებიანობის პეიროდში ცეიტნოტში?
უმცირესობამ, ანუ ნაციონალებამ ოქტომბრის არჩევნებში ფანტასტიკური მაქსიმუმი შედეგი მიიღეს, ანუ იამზე მეტი ბულბულად წოდებული ვირი გალიაში რომ ინატრებდა. რა თქმა უნდა მთავარი პროკურორის კბილაშვილის კბენა აწუხებთ და “დიდი” დათა “ბატონი” ციხის კედლებზე +- წერით არის დაკავებული, მაგრამ იუსტიციის მინისტრის სიტყვებიდან გამომდიანრე, “სამრთლიანი” სასამრთლოს იმედი აქვთ და წყლის ნაყვის პროფესიონალებიც, წყალს საკმაოდ წარმატებულა ურევენ ჯერ. აქეან გამომდინარე, თუ ნაციონალებს ესმით შექმნილი სიტუაციის საშიშროება, მაშინ მაქსიმალურად შეეცდებიან ეს სტატუს-კვო მინიმუმ კიდევ 6 თვე შინარჩუნონ, რამეთუ დრო დღეს მათ მხარეს თამაშობს, ან მინიმუმ დიდათ არ ვნებს. ეს კი მომავალი სტრატეგიისა და რაც მთავაირა ახალი ლიდერის ძებნისათვის საჭირო დროს აძლევს, რომელსაც ჯერ ინერციით მოქმედი პრეზიდენტი ასრულებს.

მეორე მხარეს, მოგებული უმრავლესობა რეალურ ძალაუფლების ძალას გრძნობს, მაგრამ მაქსიმალურ სასურველი მიმართულებით გამოყენების საშუალება არ ეძლევა. არა და თუ ვინმე დღეს ე.წ. ცეიტნოტშია ეს “ოცნებაა”, რასაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რამეთუ დაჭერებით და სმართლიანობის აღდგენის მოწოდებებით მოსახლეობას ვერ დააპურებ და სასწრაფოდაა გამოსავალი საძებნი, რასაც პრემიერი ცდილობს. რამდენად წარმატებულად ამას უკვე დიდი ალაბთობით მომავალი წლის დასწყისში ვიხილავთ.
27 დეკემბერს “იმედის” ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში, ივანიშილმა “კარტები გახსნა”, ანუ ასე აღიქვა ეს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მაგრამ საეჭვოა ასეთმა ფრთხილმა მოთამაშემ მეამიტური შეცდომა შუა თამშში დაუშვას. ყველაფერი ეს კი უფრო მოწინააღდეგის აგდების მორიგი მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე მოგებულის აღიარებას, რაც როგორც უკვე გამოჩნდა ნაციონალებმა არ ჩაყლაპეს. ამაზე კი ნაციონალების ზოგიერთი ლიდერის, კერძოდ კი კოტე კუბლაშვილის დღევანდელი განცხადებაც მიუთითებს. ამ ე.წ. აღიარებისათვის თვით “იმედის” ტელევიზიაც ალბათ სიმბოლრად იქნა არჩეული, ანუ სამართლიანობის აღდგენის დამადასტურებლ მაგალითის საჩვენებლად. მაგალითები კი ჯერ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ გააჩნია. საკითხავია ის, თუ რამდენი ხანი ეყოფა, ან ემახსოვრება მოსახლეობას ის რაც ივანიშვილმა გააკეთა და თუ უშველის ახალ მთავრობს ეს მაგალითები 6 თვის, ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ, როდესაც შიმშილით შეწუხებული ხალხი კარს მოადგება.

ავადმყოფი ლოგინში უნდ “გაგუდო”, ეს ესმის პრემიერს და ეს არის ზუსტად ამ სიჩქარის მიზეზი რომელიც 27 დეკემბრის ინტერვიუში გაიჟღერა და რომელიც ზოგიერთმა ტაქტიკური სველბის გამჟღავნებად აღიქვა. ქართული ისტორიული გამოცდილებებიდან გამომდინარე კი  “კრისები ერთმანეთს დაერევიან”–ის დიდი შანსები ქვეყანაში პერმამენტულად არსებობდა და უახლოეს მომავალშიც ალბათ იარსებებს. საჯიჯგნად შემოგდებული “ტყავის” როლი კი ნაციოონალების შესაძლებელი ამნისტიამ უნდ აითამაშოს, რომელიც ინტერვიუში  ბიძინა ივანიშვილმა და დღეს უკვე დავით უსუფაშვილმა გააჟღერა. უნდა ვაღიარო ის, რომ  ძალზე ჭკივანური სვლაა, ოღონ ბატონ პრემიერს მოვუწოდებ საავტორო უფლებების დააცვისაკენ, რამეთუ ეს იდეა სოციალურ ქსელსი 24 დეკემბერს ჩემს მიერ იყო გავრცელებული.

ზოემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ძალზედ საინტერესო მომავალი წელი გველოდება. სამწუხაროა ის, რომ არასაპრლამენტო ოპოზიციური პარტიები ისევ ბუზებს ყლაპავენ და სათანადოთ ვერ აფასებნ შექმნილ მდგომარეობას. მდგომარეობას, რომელიც უახლოეს მომავალში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ამ დროს პრემიერი “მადლს” არ დაუკარგავს იმედით, ისევ არაფრისმომტანი აქციებითაა დაკავებული. არა და ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუდან გამომდინარე, არასაპრლამენტოტა ქვაბში უკვე მერამდენედ ჩააფურთხა.

სხვა ახალი ამბები: