სკანდალი – ”ახალი ტალღის” კუბელი მონაწილე მოსკოვში ცხოვრობს

0

kubaaaრამდენიმე წუთის წინ ჩვენს საიტს დაუკავშირდა რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანი, რომელმაც იურმალაში მიმდინარე ”ახალი ტალღის” კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც ამბობენ, ქალების გულთამპყრობელ მაჩოს, რობერტო კელ ტორესს, რომელსაც ჟიური ასე დაუღალავად უწევს 11-იანებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავს, რუსული ასე კარგად ორ კვირაში იურმალაში არ უსწავლია.

თურმე, ნუ იტყვით და კონკურსის ფავორიტი, რომელიც ქართველ მონაწილეს, სალომე ქათამაძეს 4 ქულით უსწრებს, დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. წყარომ იმის შესახებაც მოგვახსენა, სად სწავლობს კუბელი კონკურსანტი, მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტში. მისი პედაგოგებიდან კი ბევრი ჟიურიში ზის!

ალბათ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის მაღალი ქულები, რომლებსაც კუბელი კონკურსანტი იმსახურებს. გარდა ამისა, ტორესი ივენთკომპანიაში მუშაობს და სხვადასხვა კლუბში გამოდის სამღერლად, კორპორატიულ საღამოებზე, სადაც უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი.

ასე რომ, ხმები მისი იურმალაში პირდაპირ კუბიდან აღმოჩენის შესახებ ცოტა გაზვიადებულია.
ბუნებრივია, მას აქვს ”ფეისბუქის” გვერდი, სადაც უწერია, რომ კუბელი გახლავთ და საცხოვრებელ ადგილად გერმანია აქვს მითითებული, სინამდვილეში კი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ”მაია ლუბიმაია” მოისმინოთ.

reitingi.ge

სხვა ახალი ამბები: