სკანდალი: ესროლა თუ არა სენაკის გამგებელმა 80 წლის მოქალაქეს დაკუჭული განცხადება?!

0

gamgebeliსენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე დღეს არასამთავრობო სექტორი საგანგებო პრესკონფერენციას მართავს. საქმე ეხება სენაკში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებ 80 წლის გიგლა ნადარაიასა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გოჩა დგებუაძეს შორის მომხდარ ინციდენტს. გიგლა დგებუაძემ თავის თანმხლებ პირთან ერთად სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებელთა ხელმოწერილი განცხადება შეუტანა. აღნიშნული განცხადებით ადგილობრივები  ქუჩის მთლიანად მოასფალტებას ითხოვდნენ და არა სანახევროდ. გიგლა ნადარაიას განცხადებით კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ხელმოწერილი განცხადება დაკუჭა და მოხუც მამაკაცს ესროლა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ინგა ქარდავას განცხადებით 80 წლის მამაკაცი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დაცვის თანხლებით ოთახიდანაც გააძევა.

ამ ფაქტს სენაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა დგებუაძე smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს. ის ამბობს, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი მასსა და გიგლა ნადარაიას შორის, თუმცა ფაქტები თითქოს მან დაცვის თანხლებით გააძევა მოხუცი ადამიანი და დაკუჭული განცხადება ესროლა, გაზვიადებულს უწოდებს.

”ინციდენტი რიგით მოქალაქესთან მართლაც მოხდა და ამას მე დაგიდასტურებთ, თუმცა მე მისი განცხადება არ დამიკუჭია და მით უმეტეს არ მისვრია მისთვის. ეს გაზვიადებული და მოგონილია. საერთოდ მომხდარი ინციდენტიც წინასწარ ჩაფიქრებულს ჰგავდა. ეს ადამიანი, გიგლა ნადარაია, კაბინეტში შემოსვლამდე მისაღებშიც ხმაურობდა და ურიგოდაც შემოვიდა. ამის შემდეგ სცენები უკვე ჩემს კაბინეტში გამართა. მითხრა ქუჩა მთლიანად უნდა მოაასფალტოთ ან ნახევრად მოასფალტებას არ დავუშვებთ არაფრითო. მაშინ მე ავუხსენი, რომ ქუჩის მეორე ნახევრის მოასფალტებაც ჩასმული იყო ბიუჯეტში და ესეც გაისად გაკეთდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა ის პროვოკაციაზე მაინც მოდიოდა. განცხადება თვითონ დაკუჭა და ისე გაიტანა გარეთ. ეს გამიზნული იყო, რომ ასე გაკეთებულიყო”-აცხადებს გოჩა დგებუაძე.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ინციდენტამდე გიგლა ნადარაია გარკვეულ ჯგუფთან ერთად გადიოდა რამდენიმე დღის წინ კონსულტაციებს. დგებუაძეს დიდი ეჭვი აქვს, რომ სწორედ აქ დაიგეგმა ეს პროვოკაცია.

smo.ge-ს ინფორმაციით დღესვე საპროტესტო აციაა დაგეგმილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს არწივები” გამართავენ. საპროტესტო აქციას თავად გიგლა ნადარაიაც დაესწრება.

სხვა ახალი ამბები: