სკანდალი: “თავისუფალი ზონის” სცენარი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფოთში (ფოტოფაქტები)

0

z3საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ სკანდალური ფოტოები მოიპოვა. ფოტოებზე ასახულია ფოთში 13 მარტს დოკუმენტური ფილმის ჩვენებისას წინასწარი სამზადისი, თუ როგორ გეგმავდა “თავისუფალი ზონის” წევრები  ე.წ “კომპრომატების მოპოვებას”. მოგვიანებით კი “ზონის” წევრებმა ინტერვიუ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ს თავად მისცეს.

z2z3z4z13z15z19საინფორმაციო სააგენტო smo.ge “თავისუფალი ზონის” წევრზე, ფოთის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეზე ბექა (ვაჟა) ყარალაშვილზე რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, რომელიც ორგანიზაციამ ფილმის შვენებაზე ვიდეოგადამღების სტატუსით მიავლინა და მოგვიანებით კი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-სთვის ინტერვიუების მიცემაც შეუკვეთა. მეათეკლასელი არასრულწლოვანი ტელეკომპანიის ეთერში ჰყვებოდა თუ როგორ წაიყვანეს ის ძალდატანებით დოკუმენტური ფილმის სანახავად, თუმცა მას სიტყვა არ დასცდენია იმ დღეს მასზე დაკისრებულ მისიაზე. მოგვიანებით იმავე ტელეკომპანიის ეთერში “თავისუფალი ზონის” ლიდერმა კობა ხაბაზმა კატეგორიულად უარყო, რომ ყარალაშვილი ზონის წევრია.

z1z9z16z18z7z14ყარალაშვილთან ერთად “რუსთავი2”-ის ეთერში იმავე თემაზე ყვებოდნენ ასევე “თავისუფალი ზონის” წევრები, 22 წლის მირანდა კარბაია, რომელიც დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და ფოთის პროფესიული კოლეჯის, “ფაზისის” სტუდენტია. მირანდა ლაკერბაია მისი ასაკის მიუხედავად წარმოდგენილი იყო როგორც სკოლის მოსწავლე, რომელიც ასევე “ძალდატანებისა” და “მოტყუების” მსხვერპლი გახდა.

z5z17z10ფოთის თეატრში გამწესებული “ზონის დესანტის” მესამე წევრი კი 24 წლის ნინო გაბელიაა, რომელიც “თავისუფალი ზონის” საკმაოდ აქტიური წევრია. გაბელიაც ფოთის თეატრში ბავშვებისთვის აკრძალულ კინოჩვენებას დაესწრო და შეურაცყოფილი და “მოტყუებული” “რუსთავი2”-ს ჩაეწერა.

“გარკვეულია, რომ “თავისუფალმა ზონამ” აღნიშნული ინტრიგა, რომელიც ფოთის თეატრში ფილმის ჩვენებას უკავშირდება ამავე ორგანიზაციაში გაწევრიანებული სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ეფექტურად გამოიყენა,”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდსა და ფოთში მოხდარ ინციდენტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ისინი ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებულ პროვოკაციად შეაფასა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც ძალადობდნენ მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე, დღეს აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ფილმის ჩვენებას „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერი რამდენიმე ბავშვი დაესწრო.

„მინდა, განმარტება გავაკეთო ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს თემა განხილვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ იქ განვითარებულ მოვლენებს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. მათ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს და მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა ფილმის ჩვენებაზე. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ჩვენებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ და არა იმაზე, რომ ეს საშინელი ძალადობა მათი ხელისუფლების მიერ არის ჩადენილი. ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ როგორ გაბედეს და ბავშვებს აჩვენეს ფილმი, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ეს ძალადობა მათ მიერ იყო განხორციელებული. მთავარი აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იქ რამდენიმე ბავშვი შეაპარეს „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები და არ საუბრობენ იმაზე, თუ თავად ბავშვებს როგორ ექცეოდნენ ციხეებში, სცემდნენ, ტანჯავდნენ, აუპატიურებდნენ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: