სკანდალური აუდიო ჩანაწერი და საგანგებო ბოდიში ახალაიების ოჯახს

0

faruli chanaweriზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და ასევე საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორის მანონი (ფატი) შენგელიას მეუღლე ირაკლი გაწერელია ბოდიშის მოსახდელად როლანდ ახალაიას ოჯახს თბილისში ეახლა. გაწერელიამ ახალაიების ოჯახს ოფიციალური ბოდიში რამდენიმე დღის წინ ვიდეო პორტალ youtube-ზე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის გამო მოუხადა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით როლანდ ახალაიამ ყოფილი პოლიციელი საკუთარ ბინაში ჯერ არ მიიღო, თუმცა ირაკლი გაწერელიას სამეგობრო წრის თხოვნით ყოფილმა ოლქის პროკურორმა ქვეშევდრომის ბოდიში მაინც მოისმინა.

“ნამდვილად არ ელოდებოდა გაწერელია თუ ასე უცაბედად დაიდებოდა ის სკანდალური მასალები ინტერნეტსივრცეში. თავიდანვე წინააღმდეგი ყოფილა გაწერელია მისი მეუღლე კახა მიქაიას შეხვედროდა და ოჯახში ამის გამო დიდი კონფლიქტიც ყოფილა, თუმცა ყოფილმა პროკურორმა “სამართლის” გარკვევა და სამსახურში დაბრუნება მაინც სცადა. გავრცელდა თუ არა ეს ჩანაწერი შენგელიას და გაწერელიას დიდი პრობლემები შეექმნათ თავად პარტიაშიც. ორივე ბაჩო ახალაიას მეუღლის ოფისში მუშაობს ზუგდიდში და როლანდის უთქვამს არ გნახოთ ახლოს მოსულიო. ამის მერე კი გადაწყვიტა ბოდიშები მოეხადა და მასთან თბილისში ჩავიდა. პირველ დღეს არ მიიღო როლანდ ახალაიამ და მეორე დღეს დიდი ძალისხმევით მაინც შეახვედრეს მას”-აცხადებს smo.ge-ს კონფიდენციალური წყარო.

ინტერნეტ პორტალ youtube-ზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილი პროკურორის მანონი (ფატი) შენგელიას ფარული აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. აღნიშნული ჩანაწერში ყოფილი პროკურორი ზუგდიდის საკრებულოს წევრს კახა მიქაიას იმ დეტალებს უყვება, რომელიც როლანდ ახალაიას პროკურორობის პერიოდში ხდებოდა. განაწყენებული ფატი შენგელია კახა მიქაიასთან საკმაოდ გულღიად საუბრობს. აუდიო ჩანაწერი 15 წუთიანია.

ყოფილი პროკურორი კახა მიქაიას უყვება ახალაიების ურთიერთობას თენგიზ გუნავასთან და მეგის ქარდავასთან. ასევე ის საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებას ახალაიების ოჯახთან. ფატი შენგელია საკუთარი მეუღლის, ყოფილი პოლიციელის ირაკლი გაწერელიასა და ახალაიების ბოლოდროინდელ ურთიერთობებსაც ააშკარავებს.