სკანდალურ საქმეს თანხის მითვისებაზე დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს

0

sasamarTloერთ საათში ზუგდიდის რაიონული სასამართლო ზუგდიდში რეგისტრირებული შპს ”აბვ ჯგუფის” მიერ შცეიცარული კომპანია ”ანკა ფუდის” კუთვნილი თანხის ნაწილის, 212.495 ევროს მითვისების სკანდალური საქმის დეტალებს განიხილავს.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგში მდგომარეობს. 2011-12 წლებში შპს ”აბვ ჯგუფსა” და შვეიცარიულ კომპანია ”ანკა ფუდს” შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რამოდენიმე ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად ”აბვ ჯგუფი” ვალდებული იყო ”ანკა ფუდისთვის” დამუშავებული ქართული თხილის მარცვლები მიეწოდებინა. ხელშეკრულების საფუძველზე კი შვეიცარიული კომპანია ”ანკა ფუდი” შპს ”აბვ ჯგუფის” საბანკო ანგარიშზე ეტაპობრივად რიცხავდა მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებას.

თანხების ჩარიცხვის შემდეგ კი შპს ”აბვ ჯგუფის” ხელმძღვანელმა პირებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები უხეშად დაარღვიეს და არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ”ანკა ფუდის” წარმომადგენლის ალი რიზა კიზილდაგის განცხადებით ქართულმა მხარემ მათი კუთვნილი და ”აბვ ჯგუფის” საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი 212.495 ევრო მიითვისეს.

სწორედ ამ საქმის ირგტვლივ იმსჯელებს დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო. სასამართლო პროცესს შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრება. პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 13.00 საათზე დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: