“სკოლბურთში” გამარჯვებული ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი გახდა

0

skolburtiსაქართველოს მაშტაბით ჩატარებულ სკოლბურთის ჩემპიონატზე, სადაც დაახლოებით ატასამდე გუნდი იღებდა მონაწილეობას, პირველი ადგილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლამ მოიპოვა. სკოლის დირექტორის, ია კერძაიას განცხადებით ათასი გუნდიდან საფინალო შეხვედრაზე მხოლოდ 16 შეირჩა. საბოლოოდ კი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლამ წარმატებას მიაღწია და თასის მფლობელი გახდა.

სკოლბურთის ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და “კოკა-კოლა”. ფინალური შეხვედრები გუნდებს შორის ბათუმში ჩატარდა.

წინასწარ შემუშავებული დებულების თანახმად, გამარჯვებული გუნდი, ამ შემთხვევაში კი მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები საზღვარგარეთ, სავარაუდოდ თურქეთში უნდა გაემგზავრონ.

 

სხვა ახალი ამბები: