სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები მატულობს

0

daavadebata_kontrolis_erovnuli_centri_01სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აკეთებს. მისივე განცხადებით, არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით ფატალური შედეგით არ დასრულებულა.

ხთუნა ხაზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დაავადებულ ბავშვთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან რაოდენობა ყოველწამს იცვლება. რა ტემპითაც მატულობს ვირუსული შემთხვევები, იმ ტემპით ეწერებიან კლინიკებიდან. დაავადების შემთხვევები ძირითადად სასკოლო ასაკის ბავშვებშია. დაავადებას ზოგი მსუბუქად იტანს, ზოგი მძიმედ, ნაწილში კი გამოიხატება ნერვული სისიტემის დაზიანება. ამ დროისთვის კი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, ახლა არის დაავადების ციკლური მატების პერიოდი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ აქტიურდება.

სხვა ახალი ამბები: