სკოლებში საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი არ გადაიწევს

0

ganatlebis_saministros_logo_01ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლის დროებით შეჩერების მიუხედავად, საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი არ გადაიწევს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა აღნიშნა, სკოლებში ბოლო გაკვეთილები 13 ივნისს ჩატარდება, როგორც ეს მანამდე იყო განსაზღვრული. გაცდენილი საათები კი შემჭიდროებულ ვადებში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება გაცდენილი საათების ანაზღაურებას და იმას, თუ როდის დაიძლევა ეს პროგრამა, სასწავლო წლის ბოლოა და, პროგრამის მიხედვით, განვლილი მასალა ჯამდება. ყველა ეს სამუშაო შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება. წინა გაცდენილი ორი დღე შაბათის დღეების ხარჯზე ანაზღაურდება. თუ კიდევ იქნება საჭირო, სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა და მოსწავლეებს დღის განმავლობაში თითო გაკვეთილი დაემატებათ”, — განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის ჩათვლით კვირის ბოლომდე შეწყდა.

სხვა ახალი ამბები: