სკოლებში სწავლება მენინგიტის შემთხვევათა დინამიკის მიხედვით აღდგება

0

skola-zugdidiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ვირუსული მენინგიტის შემთხვევათა დინამიკის მიხედვით მიიღებს.

როგორც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი ორი დღით შეწყდა.

„ეს დრო თავიდან ბოლომდე სკოლის შენობების სანიტარიულ დამუშავებას მოხმარდება. ეს პროცესი პირველივე დღიდან, მას შემდეგ დავიწყეთ, რაც დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ დაავადების შემდგომი გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრება გვექნება, დავაკვირდებით, როგორი იქნება დაავადების გავრცელების დინამიკა და მომდევნო ნაბიჯებს ამის შემდეგ გადავდგამთ“, _ განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვირუსული მენინგიტის შემთხვევათა მატების გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში (მეექვსე კლასის ჩათვლით) სასწავლო პროცესი 26 მაისის ჩათვლით შეწყდა.

სხვა ახალი ამბები: