“სლავიანსკი ვენეც”-ის ჟიურის რჩეულმა ზუგდიდის გამგებელს მადლობა გადაუხადა

0

10494714_543827049083820_3030769483036812513_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ბენდი „ზუგდიდი“–ს წევრს ლუკა ფარცვანიას  ბულგარეთის კონკურსზე გამარჯვება მიულოცა და კაბინეტში უმასპინძლა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ლუკა ფარცვანია „განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა ფინანსური მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში დააფინანსა.

ნორჩ მომღერალს ზუგდიდის გამგეობამ საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ XI საერთაშორისო ფესტივალ–კონკურსზე „სლავიანსკი ვენეც“, სადაც მან სპეციალური პრიზი „ჟიურის რჩეული“–ს ტიტული დაიმსახურა.

ლუკა ფარცვანიამ და ბენდის ხელმძღვანელმა ზურაბ კანკიამ გამგებელს ედიშერ თოლორაიას მადლობა გადაუხადეს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

“ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ასეთ ნორჩ და ნიჭიერ შემოქმედებს, რათა მათ ნიჭს უფრო მეტი გასაქანი მიეცეს. ლუკა ფარცვანიამართლაც გამორჩეული ნიჭის პატრონია და ყველა პატივს უნდა ვცემდეთ ამ ნიჭს. სამომავლოდაც ზუგდიდის გამგეობა ყველა ღონეს იხმარს, რომ წაახალისოს ნიჭიერი ახალგაზრდები”-განაცხადა ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: