სოზარ სუბარი: „გოგა ძველაიას საქმის გამოძიებას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს“

0

Sozar_Subariსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საქმეთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს ქუთაისის მეორე საპატიმროში გარდაცვლილ გოგა ძველაიას, ციხის „მაყურებელი“ ან სხვა ვუნმე ემუქრებოდა. ამის შესახებ მან სასტუმრო „რედისონში“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქმეზე ძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„არის კითხვები, რომელზეც პასუხი  გამოძიებამ უნდა გასცეს ოჯახსაც, მეც და საზოგადოებასაც. მე ერთი რამ შემიძლია წინასწარ ვთქვა, ლაპარაკი, თითქოს იქ ძველაიას მაყურებელი ან ვიღაც ემუქრებოდა არასწორია. ის, რომ ამ ახალგაზრდის მეორე პატიმრობა იყო და განმარტოების სურვილი ჰქონდა გასაგებია, მაგრამ ეს არ ყოფილა მაყურებლების ზეწოლით. ეს თემა აბსოლიტურად გამოგონილია,“–განაცხადა სოზარ სუბარმა

მინისტრი, გარდაცვლილის ოჯახთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ძიებას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს და მიესალმება, თუკი პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, რომ საქმე მხოლოდ მან გამოიძიოს.

„ჩვენ რასაც ვიძიებთ, ყველაფერს ზედამხედველობას პროკურატურა უწევს. არც ერთი საპროცესო საქმიანობა  პროკურატურის ზედამხედველობის გარეშე არ ტარდება. ჩვენ გვაქვს ერთიანი სისტემა და კომპიუტერში ერთი სიტყვაც რომ იწერება, ამას პროკურატურა ავტომატურად ხედავს. ჩევნ არამხოლოდ თანახმა ვართ, არამედ მივესალმებით კიდეც, თუკი პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ საქმე წაიღოს,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სხვა ახალი ამბები: