სოზარ სუბარი ზუგდიდში: -ზუგდიდის ციხე პატიმრებისგან გათავისუფლდა

0

bunti zugdidis cixeshiსაქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპყრობილე გაუქმნდა. ზუგდიდის ციხის უკვე ყოფილი შენობა და ტერიტორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა. ზუგდიდის მეოთხე საპყრობილე ამ დროისთვის დაცარიელებულია. გარდა ოთხი პატიმრისა ყველა გადაყვანილია საქართველოს სხვადასხვა საპყრობილეებში.

დღესვე სასჯელაღსრულების ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპყრობილე დაათვალიერა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ზუგდიდში უახლოეს ხანებში აშენდება თანამედროვე ტიპის საპყრობილე და შესაბამისად თანამშრომლები, რომლებიც ზუგდიდის ციხეს ემსახურებოდნენ გაივლიან შესაბამის ტრენინგ-სემინარებს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ზუგდიდში სასჯელაღსრულების დაწესებულკება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზე იქნება გათვლილი, სავარაუდოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში აშენდება.

სხვა ახალი ამბები: