მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს?

0

subariგაზეთი “ვერსია” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობიდან წასვლას გეგმავს. გაზეთის ინფორმაციით ამის შესახებ მინისტრი პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სუბარის პოსტიდან გათავისუფლებას არ ჩქარობს.

გაზეთ “ვერსიასთან” საუბრისას სოზარ სუბარი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი მისია სისტემაში უკვე შევასრულე და გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა- პენიტენციალურ სისტემას უფლებადამცველის ხელი დაეტყო. რეფორმების პირველი ნაწილი უკვე განვახორციელე, სისტემა გაადამიანურდა და ახლა სიამოვნებით მოვკიდებ ხელს სხვა საქმეს”,- აცხადებს სოზარ სუბარი.

სხვა ახალი ამბები: