სოზარ სუბარი თაღლითებზე და დევნილებისთვის წართმეულ თანხებზე საუბრობს (ვიდეო)

0

suuubariiiოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარმა ზუგდიდში იმ ადამიანებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა ადგილებზე ჩასახლებულ დევნილებს ახალი ბინის მისღებად თაღლითურად სთხოვდნენ გარკვეულ თანხებს. სუბარის განცხადებით თაღლითებს მიუხედავად დიდი მცდელობისა არაფერი გამოუვიდათ. “გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ თაღლითური გზით ადამიანებისგან ფული გამოეძალათ”-აცხადებს მინისტრი და იქვე დასძენს, რომ მათ წართმეულ თანხებს უკან სთხოვენ.

“ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა მონიტორინგი, რომ გამოგვევლინა ის ადამიანები ვისაც შეიძლება საბუთები არასწორად ჰქონოდა შევსებული, რომ მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავით სწორ სიებთან. ბუნებრივია, რომ უშეცდომო არავინ არ არის. მთავარი ის არის, რომ ყველაზე გაჭირვებულმა ადამიანებმა მიიღეს ბინა, თუმცა ავღნიშნავ, რომ აქ იყო უამრავი მცდელობა არასწორი საბუთების შედგენის. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ თაღლითური გზით ადამიანებისგან ფული გამოეძალათ. ჰპირდებოდნენ, რომ ჩვენ გაგიკეთებთ ბინას, ოღონდ თქვენ რაღაც…ვერავინ ეს ვერ გააკეთა. და დღეს ვიცი, რომ ხმაურია და იმ ადამიანებს თხოვენ მათ მიერ წართმეულ თანხებს”-განაცხადა სოზარ სუბარმა ზუგდიდში.

სხვა ახალი ამბები: