სოზარ სუბარი:- “ციხის კადრები, რომელიც გავრცელდა, ზღვაში წვეთია…”

0
Sozar_Subariსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის მტკიცებით, „ციხის კადრებში ფაბრიკაცია არ ყოფილა და მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის დაპირისპირება მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს”.
ასე გამოეხმაურა სუბარი გუშინ სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ სკანდალურ მიმართვას და იქვე დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირების შესახებ სხვა ინფორმაციასაც ფლობს”.
“ციხის კადრები, რომელიც გავრცელდა, ზღვაში წვეთია. არსებობს ათასობით მოწმის ჩვენება, რომელიც გაცილებით მძიმე და საშინელი წამების ფაქტებს შეიცავს. ფაბრიკაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება” – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ყოფილ ხელისუფლებაში დაპირისპირების არსებობის შესახებ მის ხელთ არსებულ „სხვა ინფორმაციას”, მინისტრის განცხადებით, იგი ამ ეტაპზე მისი განსაჯაროებისგან თავს შეიკავებს.
„საზოგადოება ყველაფერს თვითონ ნახავს” – დასძინა სუბარმა.

სხვა ახალი ამბები: