სოკარი აგრძელებს გაზგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას (R)

0

socarr2015 წლის 17 აპრილს, 17:00 სთ-ზე, გაიხსნება სოკარის ახალი ავტოგაზგასამართი სადგური, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბოტანიკის ინსტიტუტის და შპს ,,ოაზისის’’ მიმდებარე ტერიოტორია (დ.აღმაშენებლის ხეივანი, აღსრულების ბიუროსთან).

ავტომფლობელებს  შეეძლებათ შეიძინონ ბუნებრივი გაზი,  და ამასთანავე დააგროვონ სასაჩუქრე ბონუს-ქულები უნიქარდისა და ენერჯი ქარდის ბარათებზე.

სოკარის ახალი ავტოგაზგასამართი სადგური აღჭურვილია  არგენტინული წარმოების  მაღალტექნოლოგიური 2 გაზ-საკომპრესორო დანადგარით, რომელთა სიმძლავრე 250 კვტ აღწევს. საკომპრესორო დანადგარები მიერთებულია გაზის ცენტრალური ხაზის მაგისტრალზე, რაც იძლევა გაზის შეუფერხებლად მიწოდებას და ამასთანავე ავტომობილის სწრაფ, ხარისხიან და  უსაფრთხოდ  გამართვის შესაძლებლობას.

აღნიშნულ ობიექტებზე სოკარის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 15 ადამიანია. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’’-ს 26 ავტოგაზგასამართი სადგური ფუნქციონირებს, ხოლო მთლიანი ქსელის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა 113-ს აღწევს.

ვტოგასამართ სადგურს სხვა სტურმრებთან ერთად გახსნის სოკარის პრეზიდენტი ბატონი როვნაგ აბდულაევი.