“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” საქართველოს ყველაზე მსხვილ ინვესტორად რჩება

0

11243985_10200569708203023_342254843_oილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი რჩება. კვლევის მიხედვით, 14%-ით ლიდერთა ათეულში ნავთობისა და გაზის მწარმოებლები და იმპორტიორები შევიდნენ. შემდეგ მოდის ენერეგეტიკა – 9%-ით, კვების ინდუსტრია – 9%, ვაჭრობა -9%, ტრანსპორტი – 8%, ავტოიმპორტი – 7%, ფარმაცევტიკა – 6%, კომუნიკაციები, მშენებლობა – 5%, თამბაქოს სფერო – 4%, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვა – 4%, აზარტული თამაშები – 3%, აგროსექტორი – 2%, ტექნოლოგიები – 1%.

რეიტინგში ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ყველაზე მსხვილ ინვესტორთა რეიტინგი საქსტატის მონაცემებზე დაყრნობით იყო შეგდენილი. ათეულში – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ „ტოიოტა“, „საქართველოს რკინიგზა“, „ჯორჯიან მარგანეცი“ და „სოკარ გაზ იმპორტ-ექსპორტი“ მოხვდნენ. 2013 წელთან შედარებით, პირველი და მეორე პოზიცია უცვლელი დარჩა.