“სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!” – აქცია ზუგდიდში

0

img_8966უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი სოლიდარობა გამოხატეს დღეს ზუგდიდში. ზუგდიდის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენლებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“ის რაც დღეს უკრაინაში ხდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი დიდი მცდელობა ოკუპაციაში მოაქციოს უკრაინა, თუმცა უკრაინელი ხალხი მედგრად დგას და არ უშინდება არანაირ წინააღმდეგობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგან უფრე ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან იქნას აცილებული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება”-აცხადებენ ზუგდიდში აქციის მონაწილეები.