სოფელი ხურჩა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ექცევა

0

1375662_381702058629654_796828715_nზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის საბავშვო ბაღი, რომელიც გასულ წლებში პოლონური პროექტით ფუნქციონირებდა, უკვე სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, ხურჩის საბავშვო ბაღში სწავლება უფასო გახდება, სადაც აღსაზრდელები სამჯერადი უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ხურჩის საბავშვო ბაღს გაუკეთდა რეაბილიტაცია და სამზარეულო ინვენტარით აღიჭურვა. ადგილობრივები კმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით და იმედი აქვთ, რომ საზღვრისპირა სოფელში უახლოეს მომავალში სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტები კვლავაც განხორციელდება.

“ჩვენთვის მართლაც უცხო იყო წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება. უგზობა, უშუქობა და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ, რაც წლებია გვაწუხებს. საპასუხოდ კი მხოლოდ დაპირებებს ვიღებდით და არანაირ შესრულებას. კმაყოფილი ვართ რათქმაუნდა იმით, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენზე იფიქრეს. გამომდინარე აქედან, იმედი გვესახება გულში, რომ სამომავლოდაც ბევრი ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის სასარგებლო პროექტები განხორციელდება”-აცხადებეს სოფლის მცხოვრებლები.

საზღვრისპირა სოფელ ხუჩაში ახალი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთთან დაკავშირებით ჩასული იყო ზუგდიდის მუ8ნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია, რომელმაც სოფლის მოსახლეობას მომავალი სამოქმედო გეგმებიც გააცნო.

სხვა ახალი ამბები: