სოფელ ახალსოფელში თებერვლის ბოლოს 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

0

binebiiiiiზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან შენობაში, რომელიც ამავე სოფელში აშენდა საცხოვრებელ ფართს, კრიტერიუმების შესაბამისად, 42 დევნილი ოჯახი მიიღებს.

მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, დევნილთა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ბლერიმ მუჰაჯერმა, დაათვალიერეს.

უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. შენობის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. თითოეულ ბინაში დამონტაჟდება წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის. მშენებლობაზე 20-მდე დევნილია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.