ექსკლუზივი: სოფელ გაგიდის გამგებელი ხუთმა ნიღბიანმა დააყაჩაღა

0

images3რამდენიმე წუთის წინ ყაჩაღური თავდასხმა მოხდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში. შეიარაღებული ყაჩაღები თავს დაესხნენ აფხაზური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის გამგებლის, დავით ქარდავას, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მას ხუთი ნიღბიანი ყაჩაღი სოფლის გზაზე დახვდა და მუქარით სოფლის მოსახლეობისგან აკრეფილი გადასახადების თანხა მოსთხოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. წყაროს თქმით თავდასხმას ძლიერი სროლებიც მოჰყვა.

“დავით ქარდავა წლებია ამ სოფლის გამგებელია, თუმცა ის აფხაზურ ადმინისტრაციას ემსახურება. როგორც ყველა გამგებელს, მასაც ევალება მოსახლეობისგან ელექტროენერგიისა და მიწის ყოველთვიური გადასახადი აკრიფოს. ხვალ კი გალის ადმინისტრაციაში თათბირი ტარდებოდა, სადაც გადასახადების თანხაც უნდა გადაეცა. დავით ქარდავას ყაჩაღებმა 100.000 რუსული რუბლი (600 ლარის ექვივალენტი) წაართვეს და გაიქცნენ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

გაგიდის გამგებელი ნაცემია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: