სოფელ ფოცხოში ჩასახლებულ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

0

885953_812285222197182_6906992579254228910_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ, გამგებლის მოადგილე თენგიზ ფიფიამ და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოთარ გოგოხიამ ფოცხოს დასახლებაში კომპაქტურად ჩასახლებულ უკიდურესად გაჭირვებულ 20 ოჯახს წინა სააღდგომო საჩუქრები დაურიგა.

ყველა მათგანმა მიიღო ქათამი, 2 ცალი სააღდგომო პასკა, 1 ფილა კვერცხი, ზეთი, შაქარი, 1 კგ ბრინჯი, ხილი და ტკბილეული.
დევნილები კმაყოფილები არიან უხვი ნობათით, მათ მადლიერება გამოთქვეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა გულორდავას მიმართ.

სააღდგომო საჩუქრები დაურიგდათ ასევე ბავშვთა სახლში მცხოვრებ მოზარდებს.

სხვა ახალი ამბები: