სოფელ გრიგოლიშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

0

54531658ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება. ამის მიზეზად სახელდება უგზობა და ცენტრალური ხიდის არქონა, რომელიც სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ შარშანდელი ზაფხულის მერე ისინი ანალოგიური თხოვნით მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

“ამაზე ძალიან დიდი ხანია დავდივართ ადგილობრივ გამგეობაში ზუგდიდში, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა. იმ სოფლებს, რომელიც სტიქიამ დააზარალა ყველას გზები შეუკეთეს და ხიდები აღუდგინეს. ჩვენკი ელემენტარული გზა არ გვაქვს და ზუგდიდში რომ მოვხვდეთ შემოვლითი გზებით გავდივართ. ახლა ახალ ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას და იქნებ ამათმა მაინც მოგვხედონ. თუ არა და მაინც არ ყოფილა ჩვენი საშველი”-აცხადებენ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სოფლის მაცხოვრებლები.

სოფელ გრიგოლიშის მოსახლეობის პრობლემებზე კომენტარი ვთხოვეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ მაია ღურწკაიას, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია სოფლის პრობლემა და უახლოეს დღეებში დარგის სპეციალისტები და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი თოდუა მოინახულებენ იმ ტერიტორიას, სადაც გზები უნდა შეკეთდეს და აღდგენილ იქნას სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მთავარი ხიდი.

„მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, გასული წლის ზაფხულში სტიქიამ დააზარალა ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელი. მათ შორის იყო გრიგოლიშიც. ხელისუფლებამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო 200.000 ლარი. აქიდან ნაშტში დარჩა 25.000 ლარი. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გამოიყენეს ეს თანხა თუნდაც ხიდის შესაკეთებლად ან გზის მოსახრეშად. ამ დღეებში გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე და დარგის სპეციალისტები მივლენ გრიგოლიშში და დაათვალიერებენ ხიდს. თუ ის 25.000 ლარი რომელიც ნაშთშია დარჩენილი ეყოფა ხიდის რესტავრირებას, მაშინ ხიდის აღდგენაზე მუშაობა დაიწყება, თუ არა და ალბათ სამომავლოდ გამოიყოფა ამისთვის შესაბამისი სახსრები“-აცხადებს მაია ღურწკაია.

 

სხვა ახალი ამბები: