ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება

0

th.phpდილიდან სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშს უკვე მეცხრე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge ადგილობრივ მოსახლეობას დაუკავშირდა, რომლებმაც სატელეფონო საუბარში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

ჩვენ დაუკავშირდით სოფელ გრიგოლიშის რწმუნებულს თეიმურაზ ავალიანს, რომელმაც ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სოფელს ელექტროენერგია მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, რაც გამოწვეული იყო წყალდიდობით.

”უხვმა ნალექმა და ადიდებულმა წყალმა ელექტრობოძები დააზიანა და ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. გადაჭარბებულია ის, რომ სოფელს მეცხრე დღეა რაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. არ ვიცი რას ემსახურება ამდაგვარი დეზინფორმაციების გავრცელება, მაგრამ ფაქტია რომ სოფელს ჩვეულებრივად და უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია”-აცხადებს თეიმურაზ ავალიანი.

სხვა ახალი ამბები: