სოფელ დარჩელში ადგილობრივებმა და მონადირეთა ჯგუფმა მგელი მოკლეს

0

mmmgeliiზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მონადირეთა სპეციალურმა ჯგუფმა მგელი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მტაცებლის ხროვამ სოფელი სერიოზულად დააზარალა. ნადირმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობამ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რის შემდეგაც ზუგდიდის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა მონადირეთა ჯგუფი გამოყო. მონადირეთა ჯგუფის დახმარებით ადგილობრივმა მოსახლეობამ მგლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

მგელი დაახლოებით, 35 კილოს იწონის. როგორც სოფელ დარჩელის მოსახლეობა აცხადებს, მსგავსი რუხი ფერის მგლები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ტყეებში ბინადრობენ.

სხვა ახალი ამბები: