სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე 90 გრძივი მეტრის ნაპირსამაგრი მოეწყო

0

10420318_563806820419176_4409908137013361984_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, ჭვედირის უბანში, მდინარე ჯუმზე 90 გრძივი მეტრის ნაპირსამაგრი მოეწყო. პროექტი მიმიდნარე წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 220 000 ლარით დაფინანსდა.

უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჯუმი კალაპოტიდან გადმოდიოდა და სასოფლო – სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იტბორებოდა. ადიდებული მდინარე ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას. ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის შედეგად სოფელში მცხოვრები 18–მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა.

სხვა ახალი ამბები: