სოფელ დოშაყეში საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს

0

daaakaaaveebaaaშსს–ს თანამშრომლებმა მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში მარტვილის N16 საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 15 ივნისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანში, იარაღის მუქარით ბიულეტენები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 162-ე მუხლით მიმდინარეობს“ – განაცხადა გიორგობიანმა.

სხვა ახალი ამბები: