სოფელ ერგეტაში ძველი წელთაღრიცხვის უნიკალური სამკაულები აღმოაჩინეს

0
ergetaზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარე ერგეტის არქეოლოგიურ გათხრებში ამ ეტაპზე გამოვლენილია მოოქროვილი ვერცხლის რგოლი, ბრინჯაოს ცული, ბრინჯაოს თოხი, ბრინჯაოს სეგმენტისებური იარაღი, რკინის სატევარი, ნახევრადძვრიფასი ქვებისგან დამზადებული მძივები (უპირატესად სარდიონის), ხის ძელური ნაგებობის ნაშთი, კერამიკული ნაწარმი – შავკეციანი მინიატურული ქოთანი.
აღნიშნული არტეფაქტები, ტიპოლოგიური კლასიფიკაციით, ქრონოლოგიურად ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნის მეორე ნახევaრსა და მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება.

 

სხვა ახალი ამბები: