სოფელ ინგირთან თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა

0

matarebelზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირთან ჩქაროსნული მატარებელი თბილისი-ზუგდიდი სარკინიგზო ლიანდაგის გადასასვლელთან აუდის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. საბედნიეროდ ამ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აუდის მარკის ავტომანქანა, რომელიც ანაკლიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა ავტოავარიის შედეგად დაზიანდა. ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და ამბულატორიული მკურნალობა დაუნიშნეს.

ავტოავარია აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მეორედ მოხდა. ეს ის გადასასვლელია, სადაც ადრე სამორიგეო საგუშააგო ფუნქციონირებდა და მატარებლისა და მანქანების მოძრაობას არეგულირებდა. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული საგუშგოს ამოქმედებას ისევ ითხოვს.

შგახსენებთ, რომ ავტოავარია აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით სამი თვის წინათ მოხდა. მაშინ თბილისი-ზუგდიდის მატარებელი მერსედესის მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

სხვა ახალი ამბები: