სოფელ კახათში პოეტისა და მწერლის, ზურაბ ნარმანიას სახლ-მუზეუმი გაიხსნა

0

008დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში პოეტისა და მწერლის, ზურაბ ნარმანიას სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ზურაბ ნარმანიას სახლ-მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ პოეტის ოჯახის წევრები, მათ შორის ზურაბ ნარმანიას მამა კოკი ნარმანია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ზურაბ ნარმანიას სახლ-მუზეუმისთვის საჭირო თანხები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიღო. სახლ-მუზეუმის გახსნასთან ერთად მოხდა ზურაბ ნარმანიას ლექსების კრებულის პრეზენტაციაც. ახალი წიგნი დამსწრე საზოგადოებას უფასოდ დაურიგდა.

005007008ზურაბ კოკის ძე ნარმანია დაიბადა 1955 წლის 20 იანვარს, ქალაქ თბილისში.
1981 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
პირველი პოეტური კრებული “უსაფეხურო კიბე” 1986 წელს გამოსცა “მერანში”. 1992 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ზურაბ ნარმანიას მიერ თარგმნილი აბდურახმან ავტორხანოვის “სტალინის სიკვდილის საიდუმლო”, ხოლო 1998 წელს წიგნად გამოსცა ქართულად თარგმნილი მაქსიმილიან ვოლოშინის პოემა “კაენის გზით” (მატერიალური კულტურის ტრაგედია).
1983–2000 წლებში იყო ჟურნალ “ცისკრის” თანამშრომელი.
1998 წლის 7 მარტს დაჯილოვდა “ღირსების ორდენით”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132 (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში).
გარდაიცვალა 2000 წლის 12 აგვისტოს.
შვილები: თუთა, დეა, ანა.
2001 წლის 17 იანვარს საქართველოს პატარა ზურაბ ნარმანია (ზურაბ ნარმანიას ძმისშვილი) მოევლინა.

წიგნები:
* “უსაფეხურო კიბე”, “მერანი”, 1986
* “მფრინავი ჭიანჭველა”, გამომცემელი: ©ჟურნალ “ცისკრის” რედაქცია, 2001

თარგმნილი წიგნები:
* აბდურახმან ავტორხანოვი – “სტალინის სიკვდილის საიდუმლო”, “მერანი”, 1992
* მაქსიმილიან ვოლოშინი – “კაენის გზით” (მატერიალური კულტურის ტრაგედია) (პოემა), “მერანი”, 1998

კინოში ნათამაშები როლი:
* ზურა (ლიკა ქავჟარაძის პარტნიორი) – სატელევიზიო მუსიკალური ფილმი “სიყვარული, ივერია და…”, კომპანია “ქართული ტელეფილმი”, 1975 წ., რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე.

სხვა ახალი ამბები: