სოფელ მიქავას მოსახლეობა გზების შეკეთებასა და სოფლიდან მიგრაციის შეწყვეტას ითხოვს

0

1003501_379491588839767_2130483806_nწალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავას მოსახლეობა დასაქმებასა და სოფლიდან მიგრაციის შეწყვეტას ითხოვს. გარდა ამისა სოფლის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნად შიდა გზების მოხრეშვა და მოწესრიგება რჩება.

“ცხრა წლის განმავლობაში ველოდებოდით სოფლის გზების მოხრეშვას. ყოველი არჩევნების წინ “ნაციონალები” პრობლემის მოგვარებას გვპირდებოდნენ, თუმცა ამაოდ. როცა თავიანთ მიზანს მიაღწევდნენ სოფელი და გლეხი არავის არ ახსოვდა. იმედია ეს ხელისუფლება მაინც მოგვხედავს და ჩვენს მოთხხოვნებს ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს”–აცხადებენ ადგილობრივები.

“კიდევ ერთი პრობლემა რაც სოფელს ემუქრება ეის მოსახლეობის მიგრაციაა. თუ სოფელი დაცარიელდა მაშინ ვინ უნდა დარჩეს აქ? არ გვინდა ჩვენი შვილები ჩაის საკრეფად თურქეთში წავიდნენ და იქ ტრეფიკინგსაც ემსხვერპლონ. ჩვენი თხოვნაა რამენაირად დაგვეხმაროს მთავრობა და დაგვასაქმონ.”–აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად და გასაზიარებლად დღეს სოფელ მიქავაში “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბერდია კალანდია ჩავიდა. მისი განცხადებით როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობის სოციალური პირობები გაუმჯობესდეს.

“მე მომმართა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რათა შუამდგომლობა გამეწია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათთან მიმეტანა არსებული პრობლემები. ისინი გზის მოწესრიგებასა და ისეთი პროგრამის შემუშავებას ითხოვენ, რომელიც შეაჩერება მიგრაციას. მათი ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება გაიზიაროოს მათი პრობლემები და შეძლებისდაგვარად დახმარების ხელი გაუწოდოს”–განაცხადა ბერდია კალანდიამ.

სხვა ახალი ამბები: