სოფელ მუჟავაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგენილია

0

11080561_800033780088993_3262728483905059170_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ მუჟავაში აშენდა ორი ხიდბოგირი წყალგამტარი სწორკუთხა მონოლითური რკინაბეტონის მილით. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 50 313 ლარი. თანხები გამოყოფილიქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის # 2033 განკარგულების საფუძველზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებიდან.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელს გულისხმიერებისა და პრობლემების დროულად აღმოფხვრისათვის.