სოფელ მუხურში “ხობიჰესის” მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა

1

1780944_652677154823364_3217532288866726739_oჩვენ უარი ვთქვით ფასადურ მშენებლობებზე და ვაშენებთ ისე, რომ გამორიცხული იყოს მშენებლობით გამოწვეული კატასტროფები,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწუს რაიონის სოფელ მუხურში „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას არანაირი კავშირი არ გააჩნია იქ არსებულ ჰესთან. 

“გუშინ დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური შემთხვევა, არაფრით არ უკავშირდება იქ არსებულ ჰესს. ეს 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა დარიალის ჰესიდან. მეტიც, სწორედ ჰესის გვირაბმა მოახდინა წყლის ნაკადის გატარება და ავცდით კიდევ უფრო დიდ კატასტროფას,”-განაცხადა პრემიერმა.
მან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი უწოდა ხობისწყალზე “ხობიჰესი-2”-ის მშენებლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტირებისა და მშენებლობის ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს.

„ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 55მვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 260მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. იგი დღე-ღამური რეგულირების მქონე ჰიდროელექტროსადგური იქნება და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პროექტს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება მისასვლელი გზები შურუბუმუს უნიკალურ კარსტულ მღვიმემდე, საგრძნობლად შემცირდება გზა ტბა ტობავარჩხილამდე და გაკეთდება ათეულობით ტურისტული ბილიკი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.

სხვა ახალი ამბები: