სოფელ ორსანტიაში ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ახალი ხიდი გაიხსნა

0

10842324_625607187572472_6369621704143289678_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დღეს სოფელ ორსანტიაში, ქვარაიების უბანში განახლებული ხიდ–ბოგირი მოინახულეს. 46 მეტრის ხიდ–ბოგირის საშუალებით, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ახლოს მდებარეობს დღის განმავლობაში 200–300–მდე ადამიანი ისარგებლებს.

უხვი ნალექის შედეგად გზის სავალი ნაწილი მუდმივად იტბორებოდა და ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნიდა. მონიტორინგის ჯგუფმა ადგილზე შესრულებული სამუშაოები, ბეტონის საფარი და რკინის კონსტრუქციები შეამოწმა. მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელია. სპეციალურად გამოყოფილმა ჯგუფმა განახლებულ ხიდზე წარმოებული სამუშაოები საბოლოოდ მოიწონა.

სხვა ახალი ამბები: