სოფელ ოტობაიაში 70 წლის ნაპოლეონ უჩავა მოკლეს

0

973727_დაახლოებით ერთი საათის წინ გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მოკლული მამაკაცის გვამი იპოვეს. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრარში აცხადებენ 70 წლის ნაპოლეონ უჩავა სოფლის საძოვარზე პირუტყვის მოსაძებნად გავიდა. თანასოფლელებმა კი დაახლოებით ათ წუთში სროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულებმა მოხუცი მიწაზე უგონოდ დაგდებული ნახეს.

“არ ვიცი ვის რა დაუშავა ამ უპატიოსნესმა ადამიანმა, მაგრამ ფაქტია რომ ის მუხანათურად მოკლეს. ერთადერთი ვერსია ის არის, რომ მან სავარაუდოდ რაღაც ნახა და ადგილზე მოკლეს. არ ვიცით რა ვიფიქროთ, თუმცა აქ ჩვენი სიცოცხლეც ყოველ წუთას საფრთხეშია”,-აცხადებს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი ლ.რ

ნაპოლეონ უჩავას ნათესავების განცხადებით შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მისი გატაცება მოინდომეს. ნაპოლეონ უჩავა სწორედ დაუმორჩილებლობის გამო მოკლეს. ცნობისათვის, ნაპოლეონ ჩავას შვილი მოსკოვში ცხოვრობს და მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მოხუცის გატაცება მისი შვილისთვის გამოსასყიდის სახით ფულის გამოძალვას უკავშირდებოდა.

სხვა ახალი ამბები: