სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა სკოლების ოპტიმიზაციის გაუქმებას ითხოვს

0

aqciaზუგდიდიდს რაიონის სოფელ ოქტომბერში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწო. ადგილობრივები დილიდან შეიკრიბნენ სოფლის ცენტრში და თარგამულისა და ოქტომბერის სკოლების ოპტიმიზაციის გაუქმება მოითხოვეს. სოფელ ოქტომბერის მოსახლეობის განცხადებით სამი წლის წინ ამავე სოფლისა და მეზობელი სოფლის თარგამულის სკოლების შერწყმა, ე.წ ოპტიმიზაცია მოხდა, რომელიც ზუგდიდის რესურსცენტრის წინა ხელმძღვანელმა აზა ჯოჯუამ შაშკინის დავალებით განახორციელა.

“ჩვენ მაშინაც უკმაყოფილებას გამოვთქვამდით აღნიშნულ საკითხზე და რათქმაუნდა ახლაც ამ აზრზე ვართ. სკოლების ოპტიმიზაცია იყო დიდი შეცდომა. მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები თარგამულის სკოლას დაუტოვეს და ჩვენს შვილებს 3 კილომეტრის გავლა უწევთ ამ სკოლამდე. დაახლოებით სამი თვის წინ გავაგზავნეთ წერილი განათლების სამინისტროში, სადაც ამ ე.წ ოპტიმიზაციის გაუქმებას ვითხოვდით, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. სოფლის ცენტრში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევიკრიბეთ”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი გამაფრთხილებელი აქცია ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი კვლავ განაგრძობენ პერმანენტულ აქციებს. დღეს სოფლის ცენტრში დაახოებით ასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი შეიკრიბა. როგორც ისინი ირწმუნებიან, ხვალ და ზეგ უფრო ბევრნი იქნებიან.

სხვა ახალი ამბები: