სოფელ რუხში მონადირეთა ჯგუფმა მგლების ლიკვიდაცია მოახდინა

1

mgeliზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში გამოძახებულმა მონადირეთა ჯგუფმა სოფელში მგლებზე ნადირობა დილაადრიან დაიიწყო. პროფესიონალი მონადირეები ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიძახა, რადგანაც, როგორც თავად ამბობენ სოფელში შემოსეულმა მგლის ხროვამ მთლიანად გაანადგურა მსხვილფეხა პირუტყვი.

“სოფელში აღარ დაგვრჩა არაფერი არც ძროხა, არც ცხენი და არც კამეჩი. დღეს დილით სანამ მონადილეები მოვიდოდნენ სოფლის მაცხოვრებელს კამეჩი დაუგლიჯა მგელმა. ასეთ საშინელ სიტუაციაში ვიყავით და ვართ ჯერ კიდევ, სანამ მთლიანად მგლის ხროვა არ იქნება განადგურებული”-აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ რუხში საგანგებოდ გამოძახებულმა მონადირეთა ჯგუფმა ერთი მგლის ლიკვიდირება მნოახერხა, ხოლო მეორე დაჭრილია. მონადირეთა განცხადებით, ერთი კვირის შემდეგ ისევ განახორციელებენ ამ ტერიტორიაზე ნადირობას, რადგანაც მათი განცხადებით სოფელში მგლის ხროვა მოქმედებს. სავარაუდოდ ხროვაში თხუთმეტამდე მგელია.

სხვა ახალი ამბები: