სოფელ ტალერის მოსახლეობამ სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია გამართა

1

akcia talershi3მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ადგილობრივებმა დილიდან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან შუქს, გაზიფიცირებას, უწყვეტ ინტერნეტსა და ყველა საარსებო პირობების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

“არ მოგვეწოდება ელექტროენერგია ნორმალურად. თვეში ნახევარზე მეტ ხანს სიბნელეში გვიხდება ჯდომა და ჩვენს გასაჭირს ნაკლებად იზიარებს ვინმე. ჩვენი სოფლის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ არ არის გამრიცხველიანებული, რაც კატასტროფის ტოლფასია. შესაბამისად არ გვაქვს არც ნორმალური ინტერნეტი და ტა თქმა უნდა არც გაზიფიცირებულია ჩვენი სოფელი. ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები მაინც. ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის და არა რაიმე სასწაულს”-აცხადებენ ადგილობრივები.

akcia talershi 1akcia talershi2akcia talershi4aqcia talershi4ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თანდათანობით ყველაფერი კეთდება მოსახლეობის კეთილსაყოფად, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სოციალურ ფონს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

“ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობაში ტალერში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურებიან. კომპანიის პიარ სამსახურის ხელმძღვანელი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

“კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ  მოახდინოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირება, თუმცა კომპანიას ამდროისთვის აქვს რთული ფინანსური მდგომარეობა გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას რამდენიმე თვეა გაუძვირდა შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი. ყველა ტექნიკური სამუშაოები, მათშორის გამრიცვხველიანების პროცესიც დროებით შეჩერებულია. ტალერის შემთხვევა კი კომპანიის მიერ შესწავლილ იქნება და გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამჟამად აქვს რთული ფინანსური მდგომარეობა”-განაცხადა “ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ.