სოფელ უდეში ვანო მერაბიშვილის სახლი დაიწვა

0

938591201სოფელ უდეში შს ექს–მინისტრისა და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ოჯახის კუთვნილი სახლი დაიწვა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ზემოაღნიშნული სახლი ბოლო დროს მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო დაყადაღებული იყო. არსებული მონაცემებით, ცეცხლმა მთელი სახლი მოიცვა, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ სამ საათში მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

სხვა ახალი ამბები: