სოფელ ურთას მგლები შეესია: მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

0

mglebis Semosevaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით მათ სოფელს და მეზობელ სოფლებს მგლები შეესია. უკანასკნელი სამი თვის მანძილზე დაახლოებით ას სულამდე პირუტყვი ახლომდებარე მთიდან ჩამოსულმა მგლებმა დაგლიჯეს. ურთას მაცხოვრებლების განმარტებით მათ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას თუმცა აღნიშნული პრობლემა დღემდე არ გადაჭრილა.

სოფლის მოსახლეობის მთავარ გასაჭირზე ადგილობლივი ხელისუფლება დიდიხანია ინფორმირებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მგლების ლიკვიდაციის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს. ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელის მაია ღურწკაიას განცხადებით, გამგეობას გაგზავნილი აქვს მოთხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პასუხს დღე დღეზე ელოდებიან.