სოფელ ურთაში მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა

0

mgeeeeelllliiiზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა და გაიქცა. ადგილობრივების განცხადებით, მგელმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნუულ სოფელში მცხოვრებ ოჯახებს დიდი ზარალი მიაყენა.

მგლების შემოსევა სოფელ ურთის იმ ნაწილში შეინიშნება, სადაც ურთის მთა რამდენიმე მეტრშია. ადგილობრივთა განცხადებით სოფელში უკვე ღამით გარეთ გასვლაც საშიში ხდება, რადგან მგელი ურთელებმა ქუჩებშიც შეამჩნიეს.

11065309_770679263027207_1565426450_oაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მონადირეთა კავშირის თანამშრომლობით შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, თუმცა ამას გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური თანხმობა სჭირდება. თანხმობას ურთის მოსახლეობა ტამდენიმე თვეა ელოდება თუმცა უშედეგოდ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას მოსახლეობა სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.