სოფელ შავშვებში ზუგდიდი-თბილისის მიკროავტობუსი ამობრუნდა

0

mikroooზუგდიდისან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი გორის რაიონის სოფელ შავშვებში სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი დაიღუპა, ხოლო ოცდახუთამე დაშავებული ქალაქ  გორისა და თბილისის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით სამი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დგინდება ასევე ავტოავარიის მიზეზები. ამ დროისთვის ორი ვერსია მუშავდება, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მძროლს ჩაეძინა და ავარიის მიზეზიც ეს გახდა. მეორე ვერსიით კი მიკროავტობუსი გაუმართავი იყო და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი ამ დროისთვის საპატრულო პოლიციაში იკითხება.

სხვა ახალი ამბები: