სოფელ შამგონას მგლები შეესია

0

mglebiiiiiზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მგლების შემოსევის ფაქტები დაფიქსირდა. ადგილობრივების განცხადებით მგელმა ერთი პირუტყვი გუშინ ღამითაც დაგლიჯა.

„ამ დილით ბეჭვაიების ოჯახმა ძროხა იპოვეს დაგლეჯილი. მსგავსი ფაქტები, 15 დღის წინათაც მოხდა.მივმართეთ შესაბამის სამსახურებს და მოვიდნენ ვეტერინარები. როგორც მათ გვითხრეს,დაგლეჯილ პირუტყვს ცოფი აღმოაჩნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე შინაური ცხოველები აიცრა. ეჭვი გვაქვს,რომ მგლები ოკუპირებული ნაბაკევის ტერიტორიიდან შემოდიან”, – აცხადებს შამგონის რწმუნებული გოჩა შენგელია.

შენგელიას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ უკვე გამოყოფილია მონადირეთა ჯგუფი, რომელიც მტაცებლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ხვალიდან შეასრულებს.

სხვა ახალი ამბები: